Tuesday, December 29, 2015

ადაპტირებული გაკვეთილის გეგმა

                                                                                                                                
1.საგანი
ბუნებისმეტყველება
გაკვეთილის
თემა
 მცენარეთა მრავალფეროვნება
სწავლების საფეხური
დაწყებითი,  კლასი V
მოსწავლეთა
პროფილი
კლასში არის 8 მოსწავლე, მათ შორის 1-სსსმ.
გაკვეთილის აქტუალობა
 ამ თემის შესწავლით მოსწავლეები უკეთ გაიაზრებენ, რამდენად მნიშ-ვნელოვანია მცენარე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
გაკვეთილის მიზანი
   ესგ-ის მიხედვით კლასისათვის:
. მოსწავლე გაიაზრებს მცენარეთა მრავალფეროვნებას;
. არკვევს და აანალიზებს მცენარეთა ტიპებს;
. გამოყოფს ყვავილოვან მცენარეებს სხვა ტიპის მცენარეებისაგან;
. აკეთებს დასკვნებს დაკვირვების საფუძველზე;

მიზნები (მოდიფირებული) სსსმ მოსწავლისათვის:
. მოსწავლე ერთმანეთისაგან განარჩევს წიწვოვან და ყვავილოვან მცენარეებს ( ნაძვი, ფიჭვი, მუხა, ცაცხვი...);
. ასხელებს სოფელში გავრცელებულ მცენარეთა რამდენიმე სახეობას;
. მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში მიმდინარე გაკვეთილისათვის თვალსაჩინოების შესაქმნელად (გამოჭრის და შესაბამის ადგილას ჩააწებებს მცენარეთა აპლიკაციებს, წარმოადგენს ნატურალურ თვალსაჩინო მასალას დაკვირვებისათვის);

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი
შედეგები
V.1.   . სვამს კითხვებს, იკვლევს და აანალიზებს, თუ რა ნიშნით განსხვავდება ყვავილოვანი მცენარეები სხვა ტიპის მცენარეებისაგან;
. ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციას მცენარეთა მრავალფეროვნების გასარჩევად;
. დაკვირვების შედეგებს წარმოადგენს ნახატის, კოლაჟის ან ნატურალური მასალისაგან შექმნილი თვალსაჩინოების სახით;         
წინარე ცოდნა
   IV კლასში შესწავლილი მასალიდან მოსწავლეებმა იციან, რომელია ცოცხალი ორგანიზმები.
. რა ახასიათებს ცოცხალ ორგანიზმებს?
. რა ნიშნებით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან?
. განვითარების რა თავისებურებები ახასიათებს სხვადასხვა ტიპის მცენარეს?   
შეფასების კრიტერიუმები
. კლასისათვის: განმავითარებელი, განმსაზღვრელი;
. სსსმ მოსწავლისათვის: განმავითარებელი, განმსაზღვრელი;
სასწავლო მასალა და გამოყენებული
ტექნიკური საშუალებები
სქემები, ილუსტრაციები, ინფორმაცია საბავშვო ენციკლოპედიიდან, ინტერნეტი (google. Ge) ,პატარა ტოტები, ნერგი, წებო, ფორმატი, მაკრა-ტელი, პლასტმასის პატარა დაფა რგოლებით (თვალსაჩინო მასალის ჩა-სამაგრებლად), პროექტორი.
გამოყენებული მეთოდები და
სტრატეგიები
.მინილექცია;
.სწავლება კეთებით- თვალსაჩინოების შექმნა;
.ცხრილი;
.მსგავსება- განსხვავების სქემა;
გაკვეთილის მსვლელობა
კლასის ორგანიზება (მისალმება, სიის ამოკითხვა).          დრო 2წთ.
  ფაზა A.    აქტივობა 1. გამოწვევა (მთელ კლასთან).         დრო 5წთ. მასწავლებელი სვამს კითხვებს:
1.    რომელია ცოცხალი და არაცოცხალი ორგანიზმები?
2.    რა ახასიათებს ცოცხალ ორგანიზმებს?
3.    რა ნიშნებით განსხვავდებიან მცენარეები ერთმანეთისაგან? განვითარების თვალსაზრისით რა განასხვავებს მცენარეებს ერთმანეთისაგან?
4.    რომელი ტიპის მცენარეები
 საშინაო ზეპირი დავალებიდან მოსწავლეებს უნდა გაემეორებინათ წინა კლასში შესწავლილი მასალა წიწვოვანი მცენარეების შესახებ (გვ.36).
მოსწავლეები პასუხობენ. მოსწავლეთა პასუხების მიხედვით მასწავლებელი დაფაზე ავსებს გონებრივი იერიშის რუკას.
სსსმ მოსწავლე პასუხობს, ასახელებს მისთვის ნაცნობ მცენარეებს (ვაშ-ლი, ატამი, მსხალი, წაბლი, მუხა, ნაძვი, მაყვალი).
მასწავლებელმა მოსწავლეების დახმარებით შეაჯამა გამოწვევა.
იწყება გაკვეთილის მეორე ფაზა.
    ფაზა B.    აქტივობა 2. მინი-ლექცია, მთელ კლასთან.  დრო 5წთ.
მინილექცია მიმდინარეობს კომპიუტერის თანხლებით. მასწავლებელი პროექტორით ეკრანზე აჩვენებს სხვადასხვა ტიპის მცენარეებს: ყვავილოვან და წიწვოვან მცენარეებს , ყვავილოვან, წიწვოვან და შერეულ ტყეებს. უყვება მათი განვითარების თავისებურებათა შესახებ;
სად, როგორ ნიადაგზე რომელი ტიპის მცენარეების განვითარებისთვი-
საა ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები; როგორ მრავლდებიან მცენარე-ები;  რომელია იშვიათი ჯიშის მცენარეები (ეკრანზე ჩანს წითელი ხე, უთხოვარი, იგივე ურთხმელი, სეკვოია, ბაობაბი და სხვა).
    აქტივობა 3. ჯგუფური.  მოსწავლეებმა უნდა წაიკითხონ და გაიაზ-რონ სახელმძღვნელოში მოცემული ინფორმაცია (გვ.42).       დრო 7წთ.
    კლასი იყოფა 2 ჯგუფად.
   პირველი ჯგუფის დავალება: წიწვოვან და ყვავილოვან მცენარეთა თავისებურებანი;
    მეორე ჯგუფის დავალება: სპოროვანი მცენარეები;
სსსმ მოსწავლის დავალება ჯგუფში : გამოჭრას და ჩასაკრავად მოამზადოს  წიწვოვან და ყვავილოვან მცენარეთა სურათები (ჯგუფი I).
   აქტივობა 4. პრეზენტაცია.  დრო 4 წთ.
 ჯგუფების მიერ შერჩეული თითო მოსწავლე აკეთებს პრეზენტაციას.
სსსმ მოსწავლემ ჩააწება სურათები პირველი ჯგუფის ფორმატზე. გამო-ვიდა როგორც დამხმარე პრეზენტატორი- დაასახელა მის მიერ ჩაწებე-ბული მცენარეები. გაიხსენა, მათგან რომელი უნახავს სოფელში ( სკო-ლის ეზოში, გზებზე, საკუთარ ეზოში ).
 მოსწავლეებმა ნამუშევრები გააკრეს დაფაზე.
   აქტივობა 5. ინდივიდუალური .   დრო 5წთ.
მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ და  ფორმატზე რიგრიგობით ჩამოწე-რონ მცენარის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის დამახასიათებელი ის თვისებები, რომლებიც მათ ცხოვრებისეული გამოცდილებით იციან.
    მოსწავლეები წერენ:
    1.ფანჯრის რაფაზე დადგმული ქოთნის ყვავილი თითქოს „ბრუნდე- ბა, ტოტებს მიმართავს მზისა და სინათლისაკენ.
    2.მზესუმზირას ყვავილი „უმზერს“ მზეს.
    3.მცენარეს შეუძლია შეიგრძნოს სინათლე და გადაიხაროს მისკენ.
   4.მცენარეს არსებობისათვის სჭირდება წყალი და საკვები.
   5.საოჯახო და სანერგე მეურნეობებში მცენარეებს რწყავენ და ნიადაგს ანოყიერებენ.
   6.ტყეებში ნიადაგის განოყიერებას უზრუნველყოფს ნეშომპალა.
   7.მცენარე შთანთქავს ნახშირორჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს.
   8.მცენარე მრავლდება თესლით, გადაწვენით, მყნობით.
    სსსმ მოსწავლე კლასს აჩვენებს მის მიერ ეზოში ნაპოვნ და თუნუქის კოლოფში გადარგულ წაბლის ნერგს, რომელსაც ფესვზე აქვს წაბლის
ნაყოფი, საიდანაც ამოვიდა მცენარე.
         შინაარსის რეალიზება დამთავრდა, იწყება გაკვეთილის მესამე ეტაპი.
    ფაზა C. რეფლექსია (ახალი მასალის შეჯამება- განმტკიცება). მასწავლებელი კლასს ყოფს 2 ჯგუფად, ანაწილებს დავალებებს.
    აქტივობა 6. ჯგუფური.   დრო 5წთ.
    პირველი ჯგუფი აკეთებს თვალსაჩინოებას მცენარეთა ნატურალუ რი ნიმუშებით.
    სსსმ მოსწავლე მონაწილეობს ტოტებისა და ფოთლების ჩაწებებაში (პირველი ჯგუფი).
    მეორე ჯგეფი აკეთებს სქემას „წიწვოვან და ყვავილოვან მცენარეთა მსგავსება- განსხვავება“.
     
  


       წიწვოვან და ყვავილოვან მცენარეთა მსგავსება- განსხვავება

წიწვოვანი                                           მცენარეები

განსხვავება

.მარადმწვანე;
.ჩხვლეტია                       წიწვებით;
.ნელა იზრდება;
.აქვს გირჩები,მტვერი;                                         


              მსგავსება
.იზრდება როგორც ბუნებრივ, ასევე ხელოვნურ პირობებში;
.აშენებენ ბაღებსა და სკვერებ ში, საოჯახო მეურნეობებში;
.მასალა გამოიყენება მშენებ ლობაში, ქაღალდის წარმო ებაში, სათამაშოებისათვის;
.მრავლდება თესლით, ნერ გით, მყნობით;
.გამოყოფს ჟანგბადს;
.ცალ-ცალკე, ან შერეული ქმნის ტყეს;
.
ყვავილოვანი მცენარეები

განსხვავება

.აქვს ფოთლები;
.ყვავილები;
. ნაყოფი;
. თესლი;
.შემოდგომაზე სცვივა ფოთლები;

ორივე ჯგუფის 2-2 მოსწავლე თავიანთი ჯგუფის ნაშრომს გამოაკრავს დაფაზე.
     აქტივობა 7. ინდივიდუალური. სახელმძღვანელოში მოცემული ცხრილის (გვ.43) შევსება       დრო 3 წთ
     ტექსტისა და სურათების მიხედვით შეავსე ცხრილი (გააკეთე აღნიშვნები “ +” და “ _” ნიშნით).
მცენარე

ფოთოლი
ყვავილი
გირჩა
თესლი
თესლი
ნაყოფი
სპორა
ყვავილოვანი







წიწვოვანი







გვიმრა







ხავსი








  აქტივობა 8.  მთელი კლასი. შემაჯამებელი კითხვა-პასუხი. დრო 5წთ.
                    მასწავლებელი სვამს კითხვებს:
                   .რომელ მცენარეებს არა აქვს ნამდვილი ფესვი?
                   .რომელი მცენარეები წარმოქმნის თესლს?  სპორას?
                   .სად მდებარეობს წიწვოვანი მცენარის თესლი?
                   .სად ვითარდება ყვავილოვანი მცენარის თესლი?
                   .გვიმრის სპორები მცენარის რომელ ორგანოზე ვითარდება?
 აქტივობა 9.  შეფასება          დრო 2 წთ.
                   შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
                  ა. პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევა, ორგანიზებულობა, შე
                    მოქმედებითობა, მასალის ფლობა;
                  ბ.მსჯელობა კლასში, ჯგუფთან მუშაობა;
                  გ.კითხვებზე ადექვატური პასუხის გაცემა;
                  დ.პრეზენტაცია (საკუთარი აზრის დასაბუთება, კორექტულო
                     ბა, ჯგუფის ნაშრომის წარდგენის უნარ-ჩვევა);
    (  შეფასების სქემები გამოკრულია საკლასო ოთახის კედელზე,
იხილეთ დანართი N1 და N2
  ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით განმავითარებელი შეფასება დაიმსახურა ყველა მოსწავლემ, ხოლო განმსაზღვრელით შეფასდა-5: ანა-10, ლანა-10, საბა-9, მარი- 9; სსსმ მოსწავლე- 8 ქულა.
     აქტივობა 10.     საშინაო დავალება     დრო 2 წთ.
 მოსწავლეებმა საშინაო დავალების რვეულში ჩახაზონ სახელმძღვანე ლოში (გვ.43) მოცემული ცხრილის მსგავსი სქემა, სადაც ჩაწერენ საკუთარ ეზოებში გაშენებულ მცენარეებს და განიხილავენ ცხრილის მოთხოვნების შესაბამისად.
   სსსმ მოსწავლის საშინაო დავალება: დაწეროს 3-4 მისთვის საყვარელი მცენარის დასახელება და ზეპირად დაასაბუთოს, რა ნიშნით გამოარჩია ისინი.
                 მასწავლებელი მომავალ  გაკვეთილამდე ემშვიდობება კლასს და მადლობას უხდის თანამშრომლობისათვის.  

                                                                             
                                     













                                                   დანართი N1
                                         პრეზენტაციის შეფასების სქემა
                                     კრიტერიუმები
ქულა
მომზადებულია; საუბრობს ფაქტებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით; პერიოდულად იყენებს წინასწარ მომზადებულ მოკლე ჩანაწერებს.
0—1--2
აუდიტორიას თავდაჯერებულად მიმართავს; ამყარებს თვალით კონტაქტს; ხმა და ინტონაცია დამაჯერებელია. წარმოთქმა-კარგი.

0—1--2
იყენებს ვიზუალურ მასალას: სურათებს, ფოტოებს და ა.შ. იყენებს ეკრანს, დაფას
0—1--2
პრეზენტაციის დასაწყისი და დაბოლოება ეფექტურია
0—1--2
იცავს დროის ლიმიტს
0—1--2

                                       ზეპირი კომუნიკაციის შეფასების სქემა
                                     კრიტერიუმები
ქულა
მსჯელობს გარკვევით და ამომწურავად; მოყავს ფაქტები და არგუმენტები
0—1--2
მეტყველებს თანმიმდევრულად; წინადადებებს ლოგიკურად უკავშირებს ერთმანეთს.
0—1--2
იყენებს სათანადო, ასაკისა და კლასისათვის შესაფერის ლექსიკას და მხატვრულ ხერხებს.
0—1--2
საუბრობს ნელა და გარკვევით; ბგერები კარგია; ინტონაცია, მახვილი და რიტმი -სწორი.
0—1—2
იცავს დროის ლიმიტს.
0—1--2

                                    ჯგუფში მოსწავლის  მუშაობის თვითშეფასების  სქემა
სახელი, გვარი..............................                                                                              თარიღი

ყოველ-
თვის
ხანდა
ხან
იშვი-ათად
არასო
დეს
ჩემს აზრს ღიად გამოვთქვამ




ვცდილობ, არგუმენტირებულად ვისაუბრო




როცა სხვა ლაპარაკობს , ყურადღებით ვუსმენ




განსხვავებული აზრი მაინტერესებს




განსხვავებულ აზრს ვითვალისწინებ




ვიცი, რომ კამათი ჩხუბში არ უნდა გადაიზარდოს




დროის ლიმიტს ვიცავ






                                                         დანართი N2
                                          მასწავლებლის თვითშეფასების სქემა
                                                კითხვები
დიახ
არა
გამოვხატავ თუ არა იმას, რისი თქმაც მსურს?


სასიამოვნოდ აღიქმება ჩემი ხმის სიმაღლე თუ   არა?


ძალიან ჩქარა ვსაუბრობ თუ არა?


არის თუ არა ჩემი საუბარი მონოტონური და უემოციო?    


ყველა სიტყვას ნათლად და გასაგებად წარმოვთქვამ?


არის თუ არა ჩემი სამეტყველო ენა რთული და ტერმინოლოგიით დატვირთული?


ვიყენებ თუ არა აქტიური მოსმენის ტექნიკას?


ვაძლევ თუ არა განსაზღვრულ დროს მოსწავლეებს კითხვებზე პასუხების გასაცემად?




                                     ჯგუფის თვითშეფასების კითხვარი


1..რა იყო საუკეთესო ჯგუფის მუშაობაში?
....................................................................................................................................................................
2.რა პრობლემა ჰქონდა ჯგუფს?
.....................................................................................................................................................................
3. როგორ გადაიჭრა იგი?
....................................................................................................................................................................
4.კიდევ რისი გაკეთება შეიძლებოდა?
....................................................................................................................................................................
5. რას გააუმჯობესებდით?
....................................................................................................................................................................

  
                                                                                  ლეილა ნიკოლაიშვილი